Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

წმინდა გრიგოლ ფერაძის მე-2 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

2021 წლის 20-21  სექტემბერს ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწოფო უნივერსიტეტი  უმასპინძლებს  დიდ საერთაშორისო ფორუმს: წმინდა გრიგოლ ფერაძის მე-2 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას მიძღვნილს დიდგორის ბრძოლის 900 წლისთავისადმი.

კონფერენცია გაიხსნება თსუ პირველი კორპუსის 115-ე აუდიტორიაში. სექციური სხდომები წარიმართება თსუ პირველი კორპუსის 115-ე და 107-ე აუდიტორებში, აგრეთვე, თსუ ლისის საერთო საცხოვრებლის საკონფერენციო დარბაზში.  კონფერენციის ფარგლებში ჩატარდება შვიდი სხდომა და ერთი მრგვალი მაგიდის დისკუსია. თითოეულ სექციაში და მრგვალი მაგიდის დისკუსიის დროსაც  იქნება ზუმით მონაწილეობის საშუალება.

კონფერენციის ორგანიზატორები არიან: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი, ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპისმცოდნეობის ცენტრი,რომის საპიენცას უნივერსიტეტის ევრაზიასა და ხმელთაშუა ზღვისა და სუბსაჰარულ აფრიკასთან თანამშრომლობის კვლევითი ცენტრი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, წმიდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის საზოგადოება.

 

კონფერენცია   ინტერდისციპლინურია.  თემატიკა მრავალფეროვანი: დავითის ეპოქა და საქართველოს და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ისტორია და კულტურა წინა მოდერნულ ეპოქაში.  პროგრამაში ჩართულია 50 მოხსენება, ავტორთა  და მომხსენებელთა რაოდენობა კი გაცილებით მეტია.  მომხსენებლები წარმოადგენენ მსოფლიოს 16  ქვეყნის  წამყვან სამეცნიერო-კვლევით ცენტრებს და უნივერსიტეტებს. უცხოელი მონაწილეების მნიშვნელოვანი ნაწილი   ჩამოდის საქართველოში და რეალურ სივრცეში დაესწრება

 

კონფერენციის მონაწილეთათვის მოეწყობა ექსკურსიები საქართველოს ღირშესანიშნაობათა  დასათვალიერებლად. 

 

მონაწილეებს გადაეცემათ სამახსოვრო საჩუქრები: და საკონფერენციო მასალების  მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე გამოცემული კრებული, რომელშიც მოხსენებების მოკლე შინაარსები იბეჭდება ქართულად და ინგლისურად.

 

დამატებითი ინფორმაცია იხ. კონფერენციის პროგრამაში.